აზერბაიჯანის ტალახის ვულკანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქ გობუსტანის მახლობლად ტალახის ვულკანი

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 700-დან 300-ზე მეტი მოქმედი ტალახის ვულკანია.[1][2] ტალახის ვულკანები წარმოშობით უკავშირდება ნავთობისა და გაზის საბადოებს. ტალახის ვულკანების ნაკვეთებზე აღმოჩენილია გაზის კონდენსატისა და ნავთობის მდიდარი საბადოები.[3] ყველაზე ცნობილი და ხშირად მონახულებადი ვულკანები მდებარეობს ქალაქ გობუსტანის[4] მახლობლად.

ტალახის ვულკანების დაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2007 წლის 15 აგვისტოს ბრძანების თანახმად, შეიქმნა ბაქოსა და აბშერონის ნახევარკუნძულის ტალახის ვულკანების ჯგუფის სახელმწიფო ბუნებრივი ნაკრძალი. სახელმწიფოს მეთაურის განკარგულების თანახმად, დაიწყო ნაკრძალის საზღვრების დადგენა და მასზე დებულებების შემუშავება. ამას გარდა, განკარგულება ასევე მიუთითებდა ბაქოსა და აბშერონის ვულკანების მომცველ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების აღკვეთისათვის დაუყოვნებელი ზომების მიღებას.

ბუნებრივი ძეგლი-ვულკანების დასაცავად ვულკანებთან ახლოს მდებარე რაიონული სამმართველოები და ეკოლოგიის კომიტეტები იქნა ჩართული. ვულკანის მისასვლელებთან დამონტაჟებულია გამაფრთხილებელი წარწერები, რომლებიც იუწყებიან, რომ ბუნების ძეგლები სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფება და კატეგორიულად აკრძალულია მისი დაბინძურება, დაზიანება, მშენებლობის განხორციელება და სხვა სახის სამუშაოების წარმოება.[5]

ბუნებრივი ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წელს აზერბაიჯანი რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის № 167 გადაწყვეტილებით, გობუსტანში მდებარე ვულკანებს ბეიურ კენიზდაგს,

აირანტეკენს, დაშგილსა და ლოგბატანში მდებარე ვულკან ლოკბატანს ბუნებრივი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2007 წელს შექმნილი სახელმწიფო ბუნებრივი ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე ბაქოსა და აბშერონის ნახევარკუნძულის ტალახის ვულკანების ჯგუფიდან 52 ტალახის ვულკანს მიენიჭა სახელმწიფო ნაკრძალის სტატუსი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mud volcanoes, Absheron, Baku. azerbaijan24.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-10. ციტირების თარიღი: 2018-01-09.
  2. Mud Volcanoes. www.azconsulatela.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-09. ციტირების თარიღი: 2018-01-09.
  3. Александр Чебан. (2011-11-05) Грязевые вулканы Азербайджана. ციტირების თარიღი: 2017-05-28.
  4. „Gobustan mud volcanoes“. New7Wonders of Nature (ინგლისური). 2016-09-23. ციტირების თარიღი: 2018-01-09.
  5. Грязевые вулканы Азербайджана претендуют на "Семь чудес света". Trend.Az (2009-07-23). ციტირების თარიღი: 2017-05-29.